ახალი რეგულაციები აშშ-ში
აქტივისტებისთვის ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ რეგულაცია, რომელიც ამერიკაში მომდევნო წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, უწყვეტი პროტესტის ფონზე, ძალაში უკვე შევიდა. საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი წესის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებასთან უწესრიგო ქცევის, ქუჩის გადაკეტვის თუ სხვა უკანონო ქმედების ჩადენისას, ვინაობის ნებისმიერი ფორმით შენიღბვა იკრძალება. ფედერალურ ოფიცრებს კი ნიღბიანი აქტივისტების დაკავების უფლებამოსილება მიენიჭათ
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
