ახალი სკვერი
ყიფშიძის ქუჩაზე, შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულებულია. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა, ორი დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები. შარტავას სახელობის სკვერში არსებულ სპორტულ მოედანს დემონტაჟი ჩაუტარდა და მის ადგილას ახლა თანამედროვე ტიპის კომბინირებული, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებია. სამუშაოები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
