ჯგუფური ძალადობა მარკეტში
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პოლიციამ კიდევ 4-ი ადამიანი დააკავა. საქმე ეხება 2 ნოემბერს, გვიან ღამით ჩიქოვანის ქუჩაზე, ერთ- ერთ სუპერმარკეტში მომხდარ დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ, სავარაუდოდ, უკანონოდ შენახული სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. პარალელურად, დანაშაულის ჩამდენი კიდევ ერთი ადამიანის ადგილსამყოფლის დადგენისა და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, პოლიცია შესაბამის მოქმედებებს ატარებს
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
