ჩანაცვლებული პრეპარატი - ხელოვნური აჟიოტაჟი
დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, მათ შორის ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის, „სანოფი ავენტისის“ მიერ წარმოებული ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ბოლო დღეების განმავლობაში, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე განმარტებები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად გააკეთა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარკვეული ადამიანების მიერ მცდარი ინფორმაცია შეგნებულად ვრცელდება, ხელოვნურ აჟიოტაჟს კი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
