ეფექტიანი რეაგირება - საუკეთესო სამეულში
ცვლილებებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია - მონაცემები ჩენდლერის ინსტიტუტს ეკუთვნის, რომელმაც კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ადაპტაციურობის რეიტინგი გამოაქვეყნა. გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში ექვსი ადგილით დაწინაურდა, მე-11 პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზე გავიდა. აღნიშნული რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას ეფუძნება
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
