უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში გაემგზავრა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში გაემგზავრა. ვიქტორ ორბანის თქმით, თეთრ სახლში ვიზიტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი თავი დაიწყება. უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა ბუდაპეშტსა და ვაშინგტონს შორის ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ორბანის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის დამსახურებით გაუქმდა უნგრეთისთვის დაწესებული პოლიტიკურად მოტივირებული სანქციები, ასევე შეწყდა ოფიციალური ბუდაპეშტის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების ამერიკული დაფინანსება. ვიქტორ ორბანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხვალ შეხვდება
