Bild-ის ცნობით, გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის შეცვლას განიხილავენ
Bild-ის ცნობით გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის შეცვლას განიხილავენ. ქრისტიან დემოკრატიულ კავშირში განხეთქილება სირიელი ლტოლვილების საკითხს მოჰყვა. იოჰან ვადეფული ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს რომ სირიაში იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გერმანიაში იყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეცვლის საკითხი ჯერ მხოლოდ ფრაქციაში, დახურულ კარს მიღმა განიხილება
