გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ იქსში წერს. „ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის თავდადებულ საქმიანობას“ – წერს გერმანიის საგარეო უწყება
