შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და 112-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე გაეცნო 112-ის თბილისის ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. გეკა გელაძემ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა და ცენტრის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 112-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად
