41-ზე მეტი ქართული კომპანია და 29 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
41-ზე მეტი ქართული კომპანია და 29 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. საგამოფენო სივრცეში სამი ქართული პავილიონია. საქართველოს საგამოფენო სივრცე ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან ერთად გახსნა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ჩინური კომპანიების მზარდ ინტერესზე, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში
