ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა
ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. საქმე ეხება ქონებრივ დეკლარაციას, სადაც არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის ხაზარაძის მეუღლესა და გერმანიის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის მიერ საკუთარი სახლის გერმანიის ელჩზე მიქირავების დამალვას, პოლიტიკურად და დიპლომატიურად არაკორექტულ ნაბიჯად აფასებს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით ფაქტს, მეტწილად პოლიტიკური მოტივი აქვს
