მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების – საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. გამოძიება „პროკურატურამ, სუსმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად ჩაატარეს. პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს მოითხოვს, რაც შეეხება მათ, ვინც ამ ეტაპზე პატიმრობაშია, ქრონიკას პროკურატურაში განუმარტეს, რომ საგამოძიებო უწყება მათთვის დამატებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას არ მოითხოვს და დაელოდებიან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგენილ ბრალზე
