ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დარგის კიდევ უფრო განსავითარებლად კონფერენცია გაიმართა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დარგის კიდევ უფრო განსავითარებლად კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმსჯელეს, ასევე ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა ბაგა-ბაღების გაერთიანებამ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკა და მიღწევები გაუზიარეს.
