უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკა-უნგრეთის ურთიერთობებში „ოქროს ხანა“ დადგა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკა-უნგრეთის ურთიერთობებში „ოქროს ხანა“ დადგა. პიტერ სიიარტოს თქმით, ხვალ ვაშინგტონში ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით დასრულების საკითხს განიხილავენ.
