ჯგუფური ძალადობა
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა - ამ ბრალდებით პოლიციამ ერთი მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორ ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც თავის ნაცნობს და მის თანმხლებ პირებს სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი აცემინა. დანაშაულში მონაწილე ყველა მოქალაქე იდენტიფიცირებულია.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
