EPP-ის სკანდალი
„ევროპის სახალხო პარტია“ სკანდალშია. გამოცემა “პოლიტიკოს” ინფორმაციით, ევროპარლამენტში გერმანიის გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული დელეგაციის ხელმძღვანელს, ანგელიკა ნიბლერს ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენებას ედავებიან. მოეხსნება თუ არა მას საპარლამენტო იმუნიტეტი, ეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს. ნიბლერის პოლიტიკური ძალა „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, ანუ იმ პოლიტიკური გაერთიანების, რომელშიც სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობაც" შედის.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
