გახსნილი საქმეები - 34 დაკავებული
სპეცოპერაცია სოფელ კაბალაში, დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში რჩება, ლიკვიდირებულია 1 ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზებული დანაშაულის 5 საქმე გახსნა და მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარა. დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, გამოძიების მასალებში დევს ფარული ჩანაწერები, ფიგურირებენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, ციხეში მყოფი მიქაძის შეურაცხყოფას უკვეთავდნენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
