სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა
ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია რომ ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიული კომისიის წარდგინების საფუძველზე, არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება ეკრძალება , ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.
