დაუსაბუთებელი, მიკერძოებული და პოლიტიკურ სპეკულაციებზე გათვლილი - ასეთია საქართველოს ხელისუფლების შეფასება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე
“ქართული ოცნება”, ანგარიშში გამოთქმულ ყველა ბრალდებას კონკრეტული არგუმენტებით პასუხობს, არგუმენტებად კი მოჰყავს, ეუთო ოდირის დასკვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე ევროკომისიის ვებგვერდზევე გამოქვეყნებული ანგარიშები, სადაც საქართველოს პროგრესზეა საუბარი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო სისტემის კუთხით. გაფართოების ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს მიერ მიღებული კანონებიც.
