პრემიერ-მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა
საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.
