პაატა იმნაძის განცხადებით, მუნის შემთხვევების მატება არ შეინიშნება
პაატა იმნაძის განცხადებით, მუნის შემთხვევების მატება არ შეინიშნება, ყოველწლიურად არის და საპანიკო არაფერია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის ერთ პროცენტს მუნი აღენიშნება.
