უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მანძილზე მეტოქის დარტყმული ბურთი ორჯერ მოიგერია. ოთხი ტურის შემდეგ მამარდაშვილის გუნდს 9 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მიუნხენის „ბაიერნთან“ საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი — „პარი სენ-ჟერმენი“. ვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, და „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ანალიტიკური ვებგვერდებისგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება — 7.0 ქულა — დაიმსახურა. „პარი სენ-ჟერმენი“ 9 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.
