გერმანიის კანცლერის განცხადებით, სირიელებს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი აღარ აქვთ
გერმანიის კანცლერის განცხადებით, სირიელებს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი აღარ აქვთ. ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანიას უკვე შეუძლია რეპატრიაციის პროცესი დაიწყოს და ვინც სამშობლოში დაბრუნებაზე უარს იტყვის, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დეპორტაციას დაექვემდებაროს. გერმანიის კანცლერი ამ საკითხის განხილვას სირიის პრეზიდენტთან, გეგმავს, რომელიც ბერლინში მიიწვია.
