შეერთებულმა შტატებმა ბელარუსისთვის დაწესებული ზოგიერთი სანქცია შეამსუბუქა.
შეერთებულმა შტატებმა ბელარუსისთვის დაწესებული ზოგიერთი სანქცია შეამსუბუქა. ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა , ოფიციალურად მოუხსნა სანქციები „ბელავიასა“ და ავიაკომპანიის მიერ ოპერირებულ ერთ თვითმფრინავს, რომლის შესახებაც დეპარტამენტი ადრე აცხადებდა, რომ მას მაღალი თანამდებობის პირები და ლუკაშენკოს ოჯახის წევრები იყენებდნენ. უწყებამ ასევე გამოსცა გენერალური ლიცენზია, რომელიც იძლევა გარკვეული ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იმ სამი თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებზეც სანქციები იყო დაწესებული.
