ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია მანანა გიორგობიანი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია მანანა გიორგობიანი. მას ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. გამოძიების მიხედვით, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის ორ თანამშრომელს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს. ის ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე ადამიანი. გამოძიება გრძელდება სხვა ადამიანების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად.
