ლაშა ბასლანძე დაკრძალეს
ბიზნესმენი და პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ბერა ივანიშვილიც. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
