კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრირებულია
პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოშია. სარჩელი რამდენიმე თავისგან შედგება და თან ერთვის 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
