ბალტიის ზღვაში რუსული გაზსადენის, ჩრდილოეთ ნაკადის საქმეზე დაკავებულმა უკრაინელმა იტალიის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა
ბალტიის ზღვაში რუსული გაზსადენის, ჩრდილოეთ ნაკადის საქმეზე დაკავებულმა უკრაინელმა იტალიის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ის პატიმრობის პირობების გაუმჯობესებას და ჯანსაღ გარემოს ითხოვს. სერგეი კუზნეცოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი კაპიტანია. ის იტალიაში 21 აგვისტოს დააკავეს. გერმანიის პროკურატურა მას რუსულ გაზსადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ედავება. ეჭვმიტანილი გერმანიაში ექსტრადირებას ელოდება, თუმცა მისმა ადვოკატმა ბერლინისთვის მისი გადაცემის საკითხი გაასაჩივრა.
