ქვეყანაში ამჟამად სხვადასხვა რესპირაციული ვირუსია გავრცელებული
ქვეყანაში ამჟამად სხვადასხვა რესპირაციული ვირუსია გავრცელებული. ერთ-ერთი ასეთი რინოვირუსია. ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც. სპეციალისტების რეკომენდაციაა მოქალაქეებმა და განსაკუთრებით რისკ ჯგუფის ადამიანებმა ჩაიტარონ აცრა. ექიმების თქმით, სეზონური გრიპის ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო სწორედ ოქტომბრის მეორე და ნოემბრის პირველი ნახევარია. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყო. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
