ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანია „მე მომავალში“ დაიწყო
ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანია „მე მომავალში“ დაიწყო. თბილისის, რუსთავის და ბათუმის საჯარო სკოლებში შინაგან სააქმეთა სამინისტროს გადამზადებული ოფიცრები და სკოლის მანდატურები მეექვსედან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ნარკოტიკული საშუალებების მავნე ზეგავლენას და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობას. კამპანია პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს სასკოლო ასაკში საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პრიექტი შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა.
