„ქრონიკამ“ ნიდერლანდელ ბიზნესმენს ბობ მეიერს კითხვით მიმართა
„ქრონიკამ“ ნიდერლანდელ ბიზნესმენს ბობ მეიერს კითხვით მიმართა, იყო თუ არა ის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ფიქტიური ავტორი და ადასტურებს თუ არა რომ რეალურად მის უკან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დგანან. კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათ ბიზნესპარტნიორს ბობ მეიერს ჯამში 6 მილიონ 800 ათასი დოლარი გადაურიცხეს, მას შემდეგ, რაც მეიერმა ვაშინგტონში ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავა წააგო და საერთაშორისო არბიტრაჟმა მას საქართველოსთვის 6 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა, კომენტარს არ აკეთებენ „ლელოს“ ლიდერებიც.
