ემაარ ჯგუფის უპრეცედენტო, 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს
ემაარ ჯგუფის უპრეცედენტო, 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას ნიშნავს, ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს. ისინი ითხოვენ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც რეალურად უკვე საჯაროა. ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფო კომპანიის 33%-იანი წილის, მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრეა. პროექტები, რომელიც ემაარ ჯგუფმა თბილისსა და გონიოში უნდა განახორციელოს 350 ათასზე მეტი ვიზიტორის მოზიდვას, ათი მილიარდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და 30 ათას სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.
