ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადება
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, დონალდ ტრამპმა დაასრულა ამერიკის მრავალწლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელიც უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, რეჟიმის შეცვლის ოპერაციებსა და კონფლიქტებში ინტერვენციას ითვალისწინებდა. ტულსი გაბარდის განცხადებით, ასეთმა საგარეო პოლიტიკამ მრავალტრილიონიანი ხარჯი, სისხლისღვრა და ტერორისტული დაჯგუფებების აღზევება განაპირობა.
