თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესიული განათლების ცენტრის მიერ მომზადებული უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
„პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესიული განათლების ცენტრის მიერ მომზადებული უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნს საფუძვლად უდევს დღემდე არსებული გამოცემები, პერიოდული პრესა და საარქივო მასალები, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების ისტორიას დოკუმენტურად ასახავს.
