უკვე მეორე დღეა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კომენტარს არ აკეთებენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მათ ბიზნესპარტნიორს ბობ მეიერს ჯამში ექვსი მილიონ 800 ათასი დოლარი გადაურიცხეს
უკვე მეორე დღეა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კომენტარს არ აკეთებენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მათ ბიზნესპარტნიორს ბობ მეიერს ჯამში ექვსი მილიონ 800 ათასი დოლარი გადაურიცხეს, მას შემდეგ, რაც მეიერმა ვაშინგტონში ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავა წააგო და საერთაშორისო არბიტრაჟმა მას საქართველოსთვის 6 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
