ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს 23 წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმცროსმა ძიუდოისტებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. გარდა ამისა, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
