შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის გამოცდას უახლოეს დღეებში გეგმავს
ამის შესახებ „ნიუსვიკი“ იუწყება. გამოცემა აღნიშნავს, რომ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას „მაუნტმენ სამს“, რომელსაც ბირთვული ჭურვის გადატანა შეუძლია, სავარაუდოდ, 5 ან 6 ნოემბერს, კალიფორნიის, ვანდებერგის ბაზიდან გაუშვებენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებს არსენალში „მაუნტმენ სამის“ 400 რაკეტა და 800 ბირთვული ქობინი აქვს, რომლებიც კოლორადოს, მონტანის, ნებრასკის, ჩრდილოეთ დაკოტის და ვაიომინგის შტატებშია. დონალდ ტრამპმა ბირთვული გამოცდის ჩატარება პუტინის მიერ გამართული საჩვენებელი წვრთნის ფონზე გადაწყვიტა.
