სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავა
ოთხივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორი ბრალდებული უკანონოდ ცდილობდა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაეკვეთათ სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ორმა კი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
