არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ის კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
