პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და ახალი ამბულატორიები სამეგრელოს სამ სოფელში
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - სერვისების გეოგრაფიული გაზრდის მიზნით, სამეგრელოში - ნოჯიხევში, ჭითაწყარსა და მუხურში, სოფლის ახალი ამბულატორიები გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებები, ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.
