საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში გიორგი აბუაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა
მეცმა კი სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ნანტი 2-0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი შემტევი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა და ოთხ წუთში ანგარიში გახსნა. აბუაშვილი მეხუთე ქართველია გია გურულის, გიორგი მიქაუტაძის, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ვინც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი გაიტანა. „მეცი“ 8 ქულით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, „ნიცას“ უმასპინძლებს.
