ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში შედეგიანი შეხვედრები ჩაატარეს თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა
„ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „მურსიასთან“ 78-81 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მატჩის ბოლო წამებზე თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. დაზიანების ხარისხი ჯერ უცნობია. რაც შეეხება გიორგი შერმადინს, ქართველის „ტენერიფემ“ „ბასკონიასთან“ სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 100%-იანი სიზუსტით, 7-დან 7 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის ემ-ვი-პი გახდა.
