პორტლენდში სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის უწყებასთან პროტესტი განახლდა
დამოუკიდებელი ჟურნალისტების ცნობით, სამართალდამცველებს ანტიფას წევრები დაუპირისპირდნენ. ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი იყო ილინოისის შტატშიც, სადაც ადგილობრივმა პოლიციამ, არეულობას უკანონო შეკრების სტატუსი მისცა და აქტივისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
