ოპერისა და ბალეტის თეატრი თბილისის ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსს „ოპერა ქრაუნს“ მასპინძლობს
წელს, კონკურსში 41 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 22 ქვეყნიდან მონაწილეობს. პირველი საკონკურსო ტური ხვალ გაიმართება. კონკურსანტებს მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელების შემადგენლობით, საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
