ხვალ გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში - ხელისუფლება ისევ სუბიექტურ დასკვნას ელოდება
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სიმბოლურია რომ ევროკავშირის აქტორები ერთი თვეა დუმილს ინარჩუნებენ ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე და არაფერს ამბობენ პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებულ შტურმზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ მტრული და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, თავიანთ მოსაზრებებს ქართველ ხალხს მოახვევენ.
