კალმარი, სადაც საბა მამაცაშვილი თამაშობს მომავალ სეზონში შვედეთის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს
კალმარი, სადაც საბა მამაცაშვილი თამაშობს მომავალ სეზონში შვედეთის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელმა თავის გუნდს „იოერგრიტთან“ დუბლით მოაგებინა და უმაღლესი ლიგის საგზური, ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოაპოვებინა. მამაცაშვილმა მეტოქის კარი მე-11 და მე-80 წუთებზე აიღო და ორივე გოლი ძალიან ეფექტური გამოუვიდა. 29 ტურის შემდეგ „კალმარი’’ 64 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონობის შანსიც აქვს, რადგან მეორე ადგილზე მყოფ „ვასტერასს“ 2 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში ქართველის გუნდი 8 ნოემბერს „ფელკენბერგს“ ეთამაშება.
