საფრანგეთის ლიგა 2-ის, მე-13 ტურში, ზურიკო დავითაშვილი გოლით გამოირჩა
საფრანგეთის ლიგა 2-ის, მე-13 ტურში, ზურიკო დავითაშვილი გოლით გამოირჩა თუმცა „სენტ ეტიენი“ სტუმრად „რედ სტართან“ 1-2 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა 72-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების წევრმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. „სენტ ეტიენი“ 23 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 ნოემბერს, „ტრუას“ ესტუმრება.
