გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძემ 231 დღიანი უგოლო სერია შეწყვიტა
გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძემ 231 დღიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მეცხრე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ ქულა სწორედ ქართველი ფეხბურთელის გოლით მოიპოვა, რადგან „აინტრახტს“ 1:1 დაუზავდა. საქართველოს ნაკრების წევრი ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გოლი 32-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა. ზივზივაძემ ბუნდესლიგაში კარიერაში მესამე გოლი მიითვალა. „ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „ლევერკუზენს“ შეხვდება.
