ყველისა და ცხელი სასმელების ფესტივალი მთაწმინდის პარკში
ყველისა და ცხელი სასმელების ფესტივალი მთაწმინდის პარკში კიდევ 2 საათი გაგრძელდება. წარმოდგენილია ცხელი გლინტვეინისა და ჩაის მწარმოებელი კომპანიები. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეყველეები. საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ყველი აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება, თუმცა თითოეული მათგანი საინტერესო გემოთი და დამზადების უნიკალური ტექნოლოგიით გამოირჩევა.
