კაიროში დიდი ეგვიპტური მუზეუმი გაიხსნა
კაიროში დიდი ეგვიპტური მუზეუმი გაიხსნა, სადაც 100 ათასზე მეტი არტეფაქტია წარმოდგენილი და ისინი ეგვიპტის ისტორიის შვიდ ათასწლეულს - ფარაონების, ბერძნულ და რომაულ პერიოდებს წარმოადგენენ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ეგვიპტის ყველაზე ამბიციური კულტურული პროექტია. მუდმივი ექსპოზიციის მთავარი მარგალიტი ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩენილი არტეფაქტების კოლექციაა, რომელიც 5 000-ზე მეტ ნივთს ითვლის. მათ შორისაა ფარაონის ოქროს ნიღაბი. მუზეუმი კაიროს გარეუბანში, გიზის ცნობილი პირამიდების გვერდით არის განლაგებული.
